ბოლო მიმოხილვა: 26 თებერვალი 2023
ბოლო განახლება: 06 თებერვალი 2020
31 იანვარი 2020

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა საერთაშორისო მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) ეპიდაფეთქება გამოაცხადა საერთაშორისო მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად. "ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი არის არა ჩინეთში განვითარებული მოვლენები, არამედ სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები", განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. "ჩვენ გვაშფოთებს ვირუსის პოტენციალი, გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ და არ არიან მზად ამისათვის", თქვა მან.

მოსალოდნელია შემთხვევების საერთაშორისო გავრცელება, ნებისმიერ ქვეყანაში. ჯანმოს რეკომენდაციით ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად ინფექციის სამართავად, რაც მოიცავს აქტიურ ეპიდზედამხედველობას, ადრეულ გამოვლენას, იზოლირებას, შემთხვევების მართვას და კონტაქტების მიდევნებას გავრცელების პრევენციისათვის.

განახლების პირველწყარო

This page compiles our content related to 2019 წლის ახალი კორონავირუსის მიმოხილვა (2019-nCoV). For further information on diagnosis and treatment, follow the links below to our full BMJ Best Practice topics on the relevant conditions and symptoms.

შესავალი

რა არის ახალი

ეპიდემიოლოგია

ეტიოლოგია

დიაგნოზი

მართვა

პრევენცია

პროგნოზი

სხვა გაიდლაინები

წყაროები

დაავადება/მდგომარეობა
აღწერა

ვირუსული პნევმონია, რომელიც სწრაფად გადაიზრდება სუნთქვით უკმარისობაში და გამოწვეულია ახალი SARS-CoV კორონავირუსის მიერ. 2004 წლის შემდეგ შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

რესპირატორული ტრაქტის მწვავე ინფექცია. როგორც წესი, გამოწვეულია სეზონური A ან B ტიპის გრიპის ვირუსებით. ვირუსი გადაეცემა ინფიცირებულის რესპირატორული ტრაქტის სეკრეტის ინჰალაციით, რომელიც აეროზოლის მდგომარეობაში გამოიყოფა ხველის, ცემინების ან საუბრის დროს.

პნევმონია, რომელიც განვითარდა კლინიკის ან სხვა სამედიცინო დაწესებულების გარეთ. კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებთან დაკავშირებული სიმპტომებისა და ნიშნების ერთიანობას, როცა სახეზეა ცხელება, ხველა ნახველით, გულმკერდის ტკივილი, დისპნოე და ალვეოლური სივრცის ინვაზიის ნიშნები.

ატიპურ ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს ატიპური მიკროორგანიზმები, რომლებიც გრამის წესით შეღებვისას ვერ ვლინდება და რომელთა კულტივირება სტანდარტული მეთოდების გამოყენებით შეუძლებელია.

ფილტვების არა-კარდიოგენული შეშუპება და ფილტვების დიფუზური ანთების სინდრომი, რაც ხშირად ართულებს კრიტიკული ავადმყოფობის მიმდინარეობას. ახალი კორონავირუსის შესაძლო გართულება.

სიცოცხლისთვის საშიში ორგანული დისფუნქცია, რომელიც გამოწვეულია მიმღები ორგანიზმის არარეგულირებადი რეაქციით ინფექციაზე. ახალი კორონავირუსის შესაძლო გართულება.

ქსოვილებში ჟანგბადის ადეკვატური მიწოდების სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა; შესაძლოა გამოწვეული იყოს ქსოვილებში სისხლის პერფუზიის შემცირებით, ჟანგბადით სისხლის არაადეკვატური გაჯერებით ან ქსოვილების მიერ ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილებით, რაც განაპირობებს ორგანოს ოქსიგენაციის შემცირებასა და დისფუნქციას. ახალი კორონავირუსის შესაძლო გართულება.

კონტრიბუტორები

ავტორები

Editorial Team

BMJ Publishing Group

გაფრთხილება:

This overview topic has been peer reviewed by Ioannis P. Kioumis, MD, PhD (Associate Professor in Pulmonary Medicine, Infectious Diseases, Thessaloniki, Greece); Chad J. Achenbach, MD, MPH (Assistant Professor of Medicine, Infectious Diseases, Chicago, IL); and Catia Cilloniz, MSc, PhD (Post-doctoral Research, Pneumology Department, Barcelona, Spain).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას