ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

მთავარი რისკფაქტორებია თამბაქოს მოწევა და ინფექციასთან ექსპოზიცია.

მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტებს ხველა ძირითადად უგრძელდებათ <30 დღის განმავლობაში; თუმცა, ზოგიერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ხველა გრძელდება >30 დღეზე მეტხანს, პაციენტების დაახლოებით ერთ მეოთხედ ნაწილში.[2] შედეგად, მწვავე ბრონქიტი შესაძლოა კვლავ გამოვლინდეს პაციენტებში, რომელთაც აქვთ ხველის სიმპტომი >1 თვეზე მეტხანს.

ხველა შესაძლოა იყოს პროდუქტიული, გამჭვირვალე, თეთრი ან ფერშეცვლილი ნახველით.

მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი შესაძლოა დაისვას მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც თანმდევი რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, გამოირიცხა. მთავარი განსხვავება ასთმასა და მწვავე ბრონქიტს შორის არის ბრონქოსპაზმის ქრონიკულობა. ასთმის დროს, ბრონქოსპაზმი განმეორებითი და პროგრესულია.

მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი შესაძლოა დაისვას მაშინ, როდესაც გამოირიცხება სხვა ავადმყოფობები, როგორიცაა პნევმონია, გულის შეგუბებითი უკმარისობა და პოსტნაზალური წვეთი. ხიხინი გამოკვლევის დროს მიუთითებს პნევმონიაზე ან გულის შეგუბებით უკმარისობაზე (CHF).

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

შესაძლოა აღინიშნოს სუბფებრილური ცხელება.

მსტვინავი სუნთქვა შეიძლება აღინიშნოს, განსაკუთრებით ფორსირებული ამოსუნთქვის დროს.

შესაძლოა აღინიშნოს ხიხინი.

რისკფაქტორები

რადგანაც მწვავე ბრონქიტი დაკავშირებულია ვირუსულ ან ატიპურ ბაქტერიულ ინფექციებთან, ექსპოზიცია ამ პათოგენებთან არის დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი. ამით აიხსნება ავადობის სეზონური ზრდა ზამთრის თვეებში და პაციენტებში, რომლებიც კონტაქტში იმყოფებოდნენ სასუნთქი გზების ინფექციით დაავადებულ პირებთან.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევა ნათლად არის დაკავშირებული ქრონიკულ ბრონქიტთან და ასთმის გაუარესებასთან, არსებობს მხოლოდ მცირე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სიგარეტის მოხმარება ზრდის მწვავე ბრონქიტის განვითარების რისკს. თუმცა, რადგანაც მწეველებს ახასიათებთ თანმდევი ბრონქული ანთება, სავარაუდოა, რომ მათ აღენიშნოს უფრო მძიმე ეპიზოდები და მოითხოვონ სამედიცინო მკურნალობა მწვავე ბრონქიტის განვითარების დროს.

შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებასა (ქვეყანაში მყარი საწვავის გამოყენების შედეგად) და ქვედა რესპირატურული გზების მწვავე ინფექციის რისკს შორის.[7]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით