სკრინინგი

ებოლას ვირუსის ინფექცია არის გადამდები, ძირითადად ინფიცირებულ პაციენტებთან ახლო კონტაქტის გზით. პაციენტებში სიმპტომების გამოვლინებამდე, არ არსებობს მტკიცებულება ინფიცირების რისკის შესახებ, თუმცა დაგვიანებული დიაგნოზი აფერხებს პაციენტის ეფექტურ იზოლირებას, რომლის შემთხვევაშიც კონტაქტის საშუალებით შესაძლებელი ხდება ინფექციის გადადება. შესაბამისად, სკრინინგი და დაავადებების შემთხვევების გამოვლენა წარმოადგენს, ეპიდაფეთქების თავიდან აცილებისა და შეჩერებისათვის მართვის მთავარ სტრატეგიას.

დიაგნოზის ადრე დასმით, შესაძლებელია რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების გამოვლენა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ შემუშავებული შემთხვევების განსაზღვრება ეფუძნება, როგორც გამოვლენის ისტორიას, ასევე დაავადების კლინიკურ მტკიცებულებას (მაგ: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია). ექსპოზიციის ანამნეზი ნაკლებმნიშვნელოვანია ეპიდემიურ რეგიონებში. უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების შემთხვევათა განსაზღვრებებს.

აღნიშნული პაციენტების სკრინინგის საფუძველზე, სწრაფად არის შესაძლებელი იმ პოტენციური შემთხვევების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ იზოლაციასა და კვლევას. ის პირები, რომლებიც კლინიკურად ჯანმრთელები არიან და მოიცავენ ეპიდემიოლოგიურ რისკ-ფაქტორებს, შესაძლოა მათი რისკის მიხედვით, ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში საჭიროებდნენ მონიტორინგს (მაგ: დღეში ორჯერ ტემპერატურის გაზომვა). აღნიშნული აუცილებელია სიმპტომების სწრაფად ამოცნობის მიზნით, რასაც უნდა მოჰყვეს პიროვნების იზოლირება.

World Health Organization (WHO): Ebola surveillance in countries with no reported cases of Ebola virus disease external link opens in a new window

ორსული ქალების სკრინინგისა და მზრუნველობის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოსცეს შესაბამისი სახელმძღვანელო.

World Health Organization (WHO): Ebola virus disease in pregnancy: screening and management of Ebola cases, contacts and survivors external link opens in a new window

Centers for Disease Control and Prevention (CDC): guidance for screening and caring for pregnant women with Ebola virus disease for healthcare providers in US hospitals external link opens in a new window

Public Health England (PHE): Ebola in pregnancy - information for healthcare workers external link opens in a new window

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით