პირველადი პრევენცია
ეპიდაფეთქების რეგიონში რეკომენდებულია პირებმა მიიღონ შემდეგი პრევენციული ზომები:[74]
დაიცვან ჰიგიენა (მაგ:ხელები დაიბანონ საპნითა და წყლით, სპირტის შემცველი ხელის დასაბანი საშუალებით, ან ქლორიანი ხსნარით)
არ გამოიყენოთ ნივთები, რომლებიც შეხებაში იყო ინფიცირებული ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან (მაგ. ტანსაცმელი, სამედიცინო აღჭურვილობა, ნემსები)
თავი აარიდეთ გასვენებაში და დაკრძალვაზე წასვლას, სადაც მოითხოვება გარდაცვლილის სხეულთან შეხება, რომელიც დადასტურებული ან საეჭვო ებოლა ვირუსით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.
თავი აარიდეთ ადამიანების გარდა სხვა პრიმატებთან და ღამურებთან კონტაქტს, აღნიშნული ცხოველების ბიოლოგიური სითხეებისა და უმი ხორცის ჩათვლით.
უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულმა მგზავრებმა (სამედიცინო პერსონალის ჩათვლით) უნდა დაიცვან ადგილობრივი უსაფრთხოების წესები და 21 დღის განმავლობაში დააკვირდნენ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ცხელების არსებობისას, სამკურნალოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
სამედიცინო პერსონალმა, რომლებსაც შესაძლებელია მოუხდეთ ინფიცირებულ პაციენტებთან კავშირი, უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი.
სათანადოდ აკონტროლეთ ინფექცია და მიიღეთ სტერილიზაციის ზომები.
რამდენადაც შესაძლებელია ერთმანეთისგან მოშორებით დააწვინეთ საეჭვო პაციენტები და ასევე ცალკე განათავსეთ, დადასტურებული ინფიცირებული პაციენტები საეჭვო პაციენტებისგან.
თავი აარიდეთ იმ პირთა სხეულებთან შეხებას, რომლებიც გარდაცვლილი არიან დადასტურებული ან საეჭვო ინფექციის შედეგად. ეპიდემიის არსებობის განმავლობაში თავი უნდა აარიდოთ ნებისმიერ გვამთან უშუალოდ შეხებას.
თუ ინფიცირებული პაციენტების ბიოლოგიურ სითხეებთან მოგიწევთ უშუალოდ შეხება, ამის შესახებ აცნობეთ სამედიცინო პერსონალს.
თუ თავდაპირველი სკრინინგის (რენდგენოლოგიური კვლევის) საფუძველზე დაეჭვდებით ინფიცირების შესახებ, ნებისმიერ შემდგომ გამოკვლევამდე, დაუყოვნებლივ უზრუნველყვეთ პიროვნების იზოლირება. სანამ პაციენტი გადის კვლევას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა პაციენტებთან და სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობის შემცირებას. სანამ პაციენტს არ ჩაუტარდება კვლევა და არ გამოირიცხება ვირუსის არსებობა, აუცილბელია განაგრძოთ იზოლირების ღონისძიებები.[75]
სამედიცინო პერსონალი ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას მაშინ, როდესაც ინფიცირებული პაციენტების მოვლისას უყურადღებოდ ეხებიან საკუთარ სახეს ან კისერს დამცავი ნიღბის ქვეშ და იხსნიან პირად დამცავ საშუალებებს. სამედიცინო პერსონალს უნდა ესმოდეს პირადი დაცვის საშუალებების ბაზისური პრინციპები:[75]
ჩაცმა: პაციენტის სამკურნალო ზონაში შესვლამდე საჭიროა პირადი დამცავი საშუალებების სწორად ჩაცმა. რამდენადაც პაციენტის სამკურნალო ზონაში ყოფნის განმავლობაში შეუძლებელია პირადი დამცავი საშუალებების შეცვლა, ზონაში შესვლამდე ყურადღებით უნდა შეამოწმოთ და დარწუნდეთ იმაში, არის თუ არა იგი მაქსიმალურად კომფორტული. კანი უნდა იყოს სრულად დაფარული. გამოცდილი დამკვირვებელი უშუალოდ უნდა აკვირდებოდეს ჩაცმის პროცედურებს და პაციენტის სამკურნალო ზონაში შესვლამდე საბოლოოდ უნდა ჩაატაროს შემოწმება.
პაციენტის მკურნალობის დროს: პოტენციურად დაბინძურებულ მიდამოებთან ექსპოზიციის სრული ხანგრძლივობის განმავლობაში თითოეული პირადი დამცავი საშუალება უნდა იყოს მორგებული და ჩაცმული სწორად. პაციენტის მოვლის დროს დაუშვებელია პირადი დამცავი საშუალებების გასწორება. სამედიცინო პერსონალმა ხშირად უნდა ჩაატაროს ხელთათმანების (ჩაცმულ მდგომარეობაში) დეზინფექცია სპირტის შემცველი ხელის სახეხით ან ქლორის ხსნარით, განსაკუთრებით ბიოლოგიურ სითხეებთან ხელებით კონტაქტის შემდგომ. თუ პაციენტზე ზრუნვის განმავლობაში ნაწილობრივ ან მთლიანად დარღვეულია პირადი დამცავი საშუალებები (მაგ: თუ ხელთათმანები გამოყოფილია სახელოებიდან და ექსპოზირებულია კანი, ხელთათმანის გარეთა მხარე გახეულია, მოხდა ნემსის ჩხვლეტა), სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ შევიდეს გასახდელ ოთახში, რათა შეაფასოს ექსპოზიციის ხარისხი და შეიმუშავოს ექსპოზიციის კონტროლის გეგმა (ჩვენების შემთხვევაში). სამედიცინო პერსონალი სრულად უნდა იყოს გარკვეული, თუ რა სახის დაუყოვნებელი ზომები უნდა მიიღოს მაღალი რისკის სიტუაციაში (ნემსის ჩხვლეტით მიყენებული ჭრილობა და ლორწოვანი სეკრეტის შესხურება). უსაფრთხოდ გამოცვლის შემდეგ აუცილებელია რისკის სწრაფი შეფასება და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის განხილვა.[76]
გახდა: ნახმარი პირადი დამცავი აღჭურვილობის გახდა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რაც პიროვნების დაცვის გარანტირების მიზნით, საჭიროებს დაგეგმილ პროცედურას, გამოცდილ დამკვირვებელსა და მის გასახდელად სპეციალურად განსაზღვრულ ზონას. თვითინფიცირებისა, თუ სხვა სახის ინფიცირების ალბათობის შემცირების მიზნით, ნელა და ფრთხილად, შესაბამისი თანმიმდევრობის მიხედვით უნდა მოხდეს პირადი დამცავი აღჭურვილობის გახდა. ტრენინგისა და ყოველდღიური პრაქტიკის მიღების განმავლობაში, შემუშავებული უნდა იქნას თანმიმდევრული პროცესი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სამედიცინო პერსონალი პირად დამცავ აღჭურვილობაში ებოლას მკურნალობის ცენტრში სიერა ლეონეში, 2014 წელიკრის ლეინის პერსონალური კოლექციიდან, (MSc) (ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვა (PHE)/ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია); (გამოიყენება ნებართვის საფუძველზე) [Citation ends].
უსაფრთხო მოქმედების გარანტირების მიზნით, პაციენტის სამკურნალო ზონაში და ჩაცმისა და გახდის დროს ,,პარტნიორის" მნიშვნელობა ვერ იქნება გადაჭარბებული, არსებობის შემთხვევაში, დამოუკიდებელი მონიტორებით ხელმძღვანელობასან ერთად. CDC: the buddy system Opens in new window
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ შემუშავებულია დეტალური სახელმძღვანელო, პირად დამცავ აღჭურვილობასთან დაკავშირებით:
WHO: steps to put on personal protective equipment (PPE) Opens in new window
WHO: steps to remove personal protective equipment (PPE) Opens in new window
ვაქცინები
ებოლა ზაირის ვაქცინა, ცოცხალი (Ervebo®)
ასევე ცნობილია, როგორც rVSV-ZEBOV ან rVSV∆G-ZEBOV-GP ვაქცინა.
ცოცხალი დასუსტებული ვაქცინა, რომელიც შეიცავს ვეზიკულური სტომატიტის ვირუსს. ვირუსი მოდიფიცირებულია და შეიცავს ზაირის ებოლავირუსის ცილას.
აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ და ევროპის წამლების სააგენტომ დაამტკიცა ვაქცინის გამოყენება ზაირის ებოლავირუსის პრევენციის მიზნით, რისკის მქონე ზრდასრულებისთვის. ევროპის მიერ გაცემული ნებართვა არის პირობითი ავტორიზაცია.
ვაქცინა კეთდება ერთ დოზად, კუნთში. ძირითადი არასასურველი რეაქციებია ინექციის ადგილას განვითარებული რეაქციები, ართრალგიები, მიალგია, გამონაყარი, თავის ტკივილი, ცხელება და დაღლილობა.
ზაირის ებოლავირუსის აქტიური ეპიდაფეთქების დროს, გავრცელების რეგიონებში ორსულ და მეძუძურ ქალებს უნდა შეეთავაზოთ ვაქცინაცია ებოლას ზაირის ცოცხალი ვაქცინით, დეტალური გამოკვლევების კონტექსტში ან თანაგრძნობით გამოყენების პროტოკოლის შესაბამისად, ინფორმირებული თანხმობის ფონზე.[77]
STRIVE (სიერა ლეონეს კვლევა ებოლას წინააღმდეგ ვაქცინის შესამუშავებლად) კვლევა, რომელიც არის მე-2 და მე-3 ფაზის კლინიკური კვლევების კომბინაცია, აფასებდა rVSV-ZEBOV-ის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. კვლევის 7998 მონაწილიდან ებოლას შემთხვევა არცერთ ვაქცინირებულ პაციენტში არ გამოვლენილა.[78] გვინეაში ჩატარდა ღია, კლასტერულად რანდომიზებული, წრიული სტრატეგიის ვაქცინაციის კვლევა, რომლის ფარგლებში შესაძლო ებოლას შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირების იმუნიზაცია ხორციელდებოდა rVSV-ZEBOV-ის ერთი კუნთშიდა დოზით. მკურნალობის ჯგუფში შემავალი პაციენტები ვაქცინას დაუყოვნებლივ იღებდნენ, ხოლო საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს კი ვაქცინაცია 21 დღის დაგვიანებით მიეწოდებოდათ. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ rVSV-ZEBOV-ს გააჩნია მაღალი დამცველობითი მიზნობრივი ეფექტურობა. დაუყოვნებლივი მკურნალობის ჯგუფში რანდომიზებიდან 10 დღის ან მეტის შემდეგ არცერთ იმუნიზებულ პაციენტს არ განვითარებია ებოლას ვირუსული ინფექცია.[79]
Ad26.ZEBOV/MVA-BN-Filo ვაქცინა (Zabdeno®/Mvabea®)
იყენებს პრაიმ-ბუსტერის სტრატეგიას იმუნოგენურობის გასაძლიერებლად. ვაქცინა აგრეთვე მოიცავს 2 განსხვავებული ვირუსის ვექტორს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დოზით. რეჟიმის Ad26.ZEBOV კომპონენტი არის მონოვალენტური ვაქცინა, რომელიც დაფუძნებულია ადენოვირუსის სეროტიპი 26-ის ვექტორზე (Ad26) და გამოხატავს ზაირის ებოლავირუსის გლიკოპროტეინს და მოდიფიცირებულია იმგვარად, რომ გამოიმუშავოს აქტიური სპეციფიკური შეძენილი იმუნიტეტი ზაირის ებოლავირუსის მიმართ. რეჟიმის MVA-BN-Filo კომპონენტი არის მულტივალენტური ვაქცინა, რომელიც დაფუძნებულია vaccinia Ankara-ს ვექტორზე და გამოხატავს ზაირის ებოლავირუსის, სუდანის ვირუსის და მარბურგის ვირუსის გლიკოპროტეინებს, ასევე ტაის ტყის ვირუსის ნუკლეოპროტეინს და მოდიფიცირებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოფს იმუნიტეტს სუდანის ებოლავირუსის, ზაირის ებოლავირუსის, ტაის ტყის ებოლავირუსის და მარბურგის ვირუსის მიმართ.[80]
ევროპის სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ გასცა ვაქცინის გამოყენების ნებართვა ზაირის ებოლავირუსის პრევენციის მიზნით 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვს და ზრდასრულებისთვის. ვაქცინა ავტორიზებულია განსაკუთრებული გარემოებების ფონზე და არ არის განკუთვნილი ეპიდაფეთქების საპასუხოდ გამოყენებისთვის, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებლივი დაცვა.
ვაქცინა გამოიყენება 2-დოზიანი ჰეტეროლოგური კურსის სახით, 8 კვირიანი ინტერვალით. ძირითადი არასასურველი რეაქციებია ინექციის ადგილას განვითარებული რეაქციები, ართრალგიები, მიალგია, თავის ტკივილი, ცხელება და დაღლილობა.
არ არსებობს მონაცემები Ad26.ZEBOV/MVA-BN-Filo ვაქცინის ორსულებში გამოყენების შესახებ; თუმცა, ექსპოზიციის მკაფიო რისკის არსებობის დროს, ორსულთა ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს.
მე-3 ფაზის კვლევები ან დასრულებულია და ჯერ არ არის გამოქვეყნებული, ან მიმდინარეობს.
ChAd3-ZEBOV ვაქცინა
ექსპერიმენტული, შიმპანზესგან მიღებული ადენოვირუსული ვექტორი, რომელშიც განთავსებულია ებოლას ვირუსის გენი. მასზე მიმდინარეობს ჯერ კიდევ ადრეული ფაზის კვლევები. მე-2 ფაზის რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებული კვლევის მიხედვით ანტისხეულების პასუხი ChAd3-ZEBOV-ით ან rVSV-ZEBOV-ით იმუნიზაციის შედეგად გამოვლინდა აქტიური ვაქცინის მიმღები პაციენტების 71-84%-ს შორის, ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში იგივე მოვლენა 3%-ს აღწევდა (1 თვის ფარგლებში). ანტისხეულების პასუხი მეტწილად შენარჩუნდა 12 თვის ფარგლებშიც.[81]
სხვა ვაქცინები შემუშავების პროცესშია.
მეორეული პრევენცია
ებოლას ვირუსული ინფექცია შეტყობინებადი დაავადებაა.
ინფექციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულ დაწესებულებაში და ყველა სამედიცინო პერსონალმა, რომელსაც მასთან კონტაქტი ექნება უნდა ატაროს დამცავი აღჭურვილობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ შემუშავებულია დეტალური სახელმძღვანელო, პირად დამცავ აღჭურვილობასთან დაკავშირებით:
არსებითი მნიშვნელობა აქვს კონტაქტების მიდევნებას (მაგ: ოჯახი, მეგობარი, კოლეგები). იმ პირებს, რომლებიც განიცდიდნენ ებოლას ვირუსთან ექსპოზიციას ბოლო 21 დღის განმავლობაში და არ აღენიშნებათ სიმპტომები, ესაჭიროებათ დაკვირვება ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიმპტომების სწრაფი ამოცნობა და დაუყოვნებლივი იზოლაცია. WHO-მ ჩამოაყალიბა მითითებები კონტაქტში მყოფი პირების შესახებ:
შესაძლო ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, იზოლირებულ უნდა იქნას და მათ იგივე მკურნალობა უნდა მიიღონ, რაც სხვა პაციენტებმა, სანამ არ დადასტურდება უარყოფითი დიაგნოზი.[140] შესაძლო ინფექციის მქონე პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან ექსპოზიციის რისკის შემთხვევაში, ადამიანმა სასწრაფოდ უნდა დაიბანოს დაზიანებული კანის ზედაპირი საპნით და წყლით და ლორწოვანი გარსი დიდი რაოდენობით წყლით ჩამოიბანოს.
მნიშვნელოვანია დამარხვისას უსაფრთხო პრაქტიკის გამოყენება, თუმცა კულტურულად ეს ყოველთვის დასაშვები არ არის, რაც წარმოადგენს პრობლემას.[71]
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP):
ეს არის სწრაფად ცვალებადი სფერო.[192] შემოთავაზებულია სასარგებლო სტრუქტურა, რომელიც იყენებს რისკთან დაკავშირებულ პირდაპირ მიდგომას.
მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ. კანის დარღვეული მთლიანობის ან ინფიცირებულ პაციენტთან (ცოცხალთან ან გარდაცვლილთან) ან მათ ბიოლოგიურ სითხეებთან ლორწოვანი გარსით კონტაქტის დროს, ბასრი საგნით შემავალი დაზიანებისას ან დაბინძურებულ ხელთათმანებთან ან ტანსაცმელთან კონტაქტის შემთხვევაში) რეკომენდებულია ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა შესაძლოა განვიხილოთ ინფიცირებულ პაციენტთან ან მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (ცოცხალი ან გარდავლილი) მხოლოდ კანით კონტაქტის შემთხვევაშიც. პაციენტის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდიანარე განსახილველი პროფილაქტიკის ვარიანტებია პასიური იმუნოთერაპია მონოკლონური ანტისხეულებით (მაგ. ZMapp, MIL77), ანტივირუსული აგენტები (მაგ. ფავიპირავირი, რემდესივირი, BCX4430) ან ვაქცინაცია (მაგ. rVSV-ZEBOV).[193]
ამ ინტერვენციებთან ერთად, საშიშ პათოგენებთან ექსპოზირებული სამედიცინო პერსონალისთვის მიზანშეწონილია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.[194]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას