გამოკვლევები

1-ლი რიგის გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

პაციენტის იზოლირების განმავლობაში, საეჭვო ებოლას ინფექციის მქონე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს აღნიშნული კვლევა.[90]

შედეგები ცნობილია ELISA-ს შედეგებამდე 24-48 საათით ადრე.

ხელმისაწვდომია რამდენიმე სხვადასხვა კომერციული PCR ნაკრები, განსხვავებული მგრძნობელობით, სპეციფიკურობითა და ვირუსის აღმოჩენის ლიმიტებით.[91]

დასავლურ პირობებში, შესაძლოა კვლევა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ რეგიონულ ან ეროვნულ ლაბორატორიებში, რომელთაც მე-4 კატეგორიის დაწესებულებები აქვთ.[10] ეპიდემიის კერებში და ზოგიერთ ქვეყანაში ლოკალურად არის მოწყობილი მე-4 კატეგორიის ლაბორატორიები, ხოლო სინჯის მიღებიდან 4 საათის გასვლის შემდეგ კი, შესაძლებელია შედეგების მიღება.

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის კვლევით პაციენტის სისხლში შესაძლებელია ვირუსული რნმ-ს გამოვლენა, სიმპტომების დაწყებიდან მე-3 დღეს, 6-დან 17 დღის განმავლობაში. დადებითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციია ნიშნავს იმას, რომ პაციენტი პოტენციურად ინფიცირებულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღენიშნება დიარეა, ღებინება, ან სისხლდენა.

უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ანალიზი ხელმეორედ უნდა გაკეთდეს 48 საათის განმავლობაში, რამდენადაც სისხლში ვირუსის კონცენტრაცია არის დაბალი და დაავადების მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია ვერ მოხდეს მისი აღმოჩენა. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ხელმეორედ უნდა გაკეთდეს უარყოფითი ტესტი (ან დაადასტურეთ ანთებითი პროცესის კუპირება), რათა გამოირიცხოს დიაგნოზი.[90]

სისხლში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია კორელაციაშია არასასურველ შედეგთან და მომატებულ სიკვდილობასთან.[20][21][22][61][75][90][92]

შედეგი

დადებითი ებოლას ვირუსის რნმ-ზე.

ტესტი
შედეგი
ტესტი

გიმზას საღებავით შეფერილი სქელი და თხელი სისხლის ნაცხები და სწრაფი დიაგნისტიკური კვლევები, არის მალარიის სკრინინგისათვის უპირატესი კვლევები.

სათანადო ეპიდემიოლოგიურ კონტექსტში, უარყოფითი შედეგის მიხედვით, ებოლას ვირუსის ინფექცია მეტად მოსალოდნელია; თუმცა, 2014 წელს დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე ეპიდაფეთქების განმავლობაში, გამოვლინდა რომ პაციენტთა 5% მალარიით იყო კოინფიცირებული, ასე რომ ყველა პაციენტში უნდა მოხდეს ორმაგი ინფიცირების ალბათობის გათვალისწინება.[75]

შედეგი

უარყოფითი (ორმაგი ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს დადებითი)

სხვა შესაძლო გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

იმ ტერიტორიებზე, სადაც შეზღუდულია სხვა კვლევების ჩატარება, მნიშვნელოვანი ანალიზია (არსებობის შემთხვევაში).

შესაძლოა თირკმლის მწვავე დაზიანებაზე მიუთითებდეს.[94]

განსაკუთრებით ხელსაყრელია დიარეისა და ღებინების მქონე პაციენტებში.

2014 წელს მიმდინარე ეპიდემიის განმავლობაში, ღებინებიდან, დიარეადან, ან თირკმლის მწვავე დაზიანებიდან გამომდინარე, ჰიპოკალემია, ან ჰიპერკალემა გამოვლინდა შემთხვევათა დაახლოებით 33%-ში.[75]

ჰიპოკალცემია ასოცირებული იყო ფატალურ ინფექციასთან.[16]

გამოსადეგია ელექტროლიტების დაკორექტირების და სითხის გადასხმის სახელმძღვანელოდ.

შედეგი

შესაძლოა იყოს ანომალიური

ტესტი
შედეგი
ტესტი

იმ ტერიტორიებზე, სადაც შეზღუდულია სხვა კვლევების ჩატარება, მნიშვნელოვანი ანალიზია (არსებობის შემთხვევაში).

შესაძლოა მიუთითებდეს თირკმელების მწვავე დაზიანებაზე, რომელიც ხშირი იყო 2014 წლის ეპიდაფეთქების დროს[22][94] და იწვევდა სიკვდილს.[75]

განსაკუთრებით ხელსაყრელია დიარეისა და ღებინების მქონე პაციენტებში.

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

იმ ტერიტორიებზე, სადაც შეზღუდულია სხვა კვლევების ჩატარება, მნიშვნელოვანი ანალიზია (არსებობის შემთხვევაში).

სისხლში ლაქტატის მომატებული კონცენტრაცია წარმოადგენს ქსოვილის არასაკმარისი პერფუზიის მარკერს. სეფსისის მწვავე ნიშნების მქონე პაციენტებში აღნიშნული გამოგადგებათ სისტემური ჰიპოპერფუზიის დონის განსაზღვრასა და რეჰიდრატაციის მართვაში.[95]

გერმანიაში პაციენტის მკურნალობის მე-15 დღეს, სისხლში ლაქტატის მომატებული კონცენტრაცია იყო გრამ-უარყოფითი სეფსისის ერთ-ერთი მაჩვენებელი.[37]

შედეგი

ცვალებადია

ტესტი
შედეგი
ტესტი

არტერიული, ან ვენური სისხლის pH და ბიკარბონატი გამოგადგებათ სეფსისის მწვავე ნიშნების მქონე პაციენტებში, სისტემური ჰიპოპერფუზიის დონის განსაზღვრასა და რეჰიდრატაციის მართვაში.[95]

შედეგი

ცვალებადია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინფიცირების საწყის ეტაპზე შესაძლებელია მოხდეს შემცირებული თრომბოციტების რაოდენობისა და გამოხატული ლიმფოპენიას გამოვლენა; თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს ზუსტ განსაზღვრებას. პაციენტთა დაავადების ბოლო ეტაპებზე, როდესაც ადგილი აქვს მათ საბოლოოდ გამოჯანმრთელებას, აღნიშნულს ხშირად მოსდევს ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენიის ნორმალიზაციასთან ერთად. შესასძლებელია ლეიკოციტოზის შენარჩუნება და უმწიფარი ფორმების გამოვლენა.[16]

მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ თრომბოციტების რაოდენობის პროგრესული შემცირება, რაც დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის (DIC) გამოვლინებაა.

2014 წლის ეპიდაფეთქების დროს პაციენტთა 24%-ს გამოუვლინდა ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა,[75] ხოლო უწინდელი ეპიდაფეთქებების დროს აღნიშნული მოვლენა დაკავშირებული იყო სისხლდენასთან.[16]

შედეგი

თრომბოციტოპენია, გამოხატული ლიმფოპენია, შემცირებული ჰემოგლობინის დონე (სისხლდენის გამოვლინების შემთხვევაში).

ტესტი
შედეგი
ტესტი

პროლონგირებული კოაგულაციის დრო, ან აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო უკავშირდება მეტად მძიმე ინფექციას და სისხლდენის ჩვენებებს, როგორიც არის დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია.

ფატალური ინფექციების მქონე პაციენტებში გამოვლინდა, რომ გადარჩენილ პაციენტებთან შედარებით, ინფიცირების 6-დან 8 დღემდე, ოთხჯერ მაღალია მათი D-დიმერის დონეები.[96]

შედეგი

გახანგრძლივებული კოაგულაციის დრო, ან აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო, ან მომატებული D-დიმერის დონე.

ტესტი
შედეგი
ტესტი

დაავადების მძიმე ფორმას შესაძლებელია თან სდევდეს ჰემატურია ან პროტეინურია.[16]

ოლიგურია, რომელსაც არ აქვს რეაქცია რეჰიდრატაციაზე, წარმოადგენს ცუდი პროგნოზის ნიშანს.

შედეგი

შესაძლებელია გამოავლინოს ჰემატურია ან პროტეინურია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ზოგადად მომატებულია როგორც ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT), ასევე ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონეები; თუმცა, მრავალი კვლევის მიხედვით ნაჩვენებია, რომ ასპარტატ ამინოტრანსფერაზას დონე უფრო იმატებს ალანინ ამინოტრანსფერაზასგან განსხვავებით, შესაბამისად აღნიშნული მეტად გვაფიქრებს ქსოვილის სისტემურ დაზიანებაზე, ვიდრე ჰეპატოცელულურ დაზიანებაზე.[75]

ფატალურ შემთხვევებში, AST:ALT შეფარდება პიკს - 15:1 აღწევს ინფექციის მე-6, მე-8 დღეს, ხოლო არაფატალურ შემთხვევებში პიკი მხოლოდ 5:1-ია.[8][16][96]

ბილირუბინი, გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა და ტუტე ფოსფატაზა ხშირად მსუბუქად მომატებულია. ძლიერად მომატებულ სიყვითლესთან ერთად, ძალზედ მომატებული ALT-ს კოეფიციენტის მიხედვით, ვვარაუდობთ ალტერნატიულ დიაგნოზს (მაგ: ვირუსული ჰეპატიტი).

შედეგი

AST დონე: ALT; ბილირუბინი, GGT და ALP შესაძლებელია მსუბუქად იყოს მომატებული.

ტესტი
შედეგი
ტესტი

მრავალი კვლევის თანახმად, აღრიცხულია მომატებული დონეები, რაც პანკრეატიტის არსებობის, ძლიერი ინფექციის მიმანიშნებელია.[16]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰიპოგლიკემიას შეიძლება შევხვდეთ მოზრდილებში, მაგრამ იშვიათად არის აღრიცხული.[22] თუმცა, ჰიპოგლიკემია ხშირია ბავშვებში და შეიძლება შეგვხვდეს მძიმე ფორმებში. ჰიპოგლიკემია კონფუზიის პოტენციურად შექცევადი მიზეზია.[83][84]

შედეგი

შესაძლოა დაბალი იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

უარყოფითი ჰემოკულტურების არსებობა სასარგებლოა, რადგანაც ისინი გამორიცხავენ სხვა არავირუსული ინფექციის მიზეზებს (მაგ:სეფსისი, ნაწლავური ინფექცია).

ორ დაავადებულ პაციენტში გამოვლინდა გრამ-უარყოფითი ბაქტერემია გართულების სახით, რომლის მიზეზი, სავარაუდოდ, ნაწლავში ბაქტერიების ტრანსლოკაციაა.[97][37] თუმცა, სიერა ლეონეში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც გამოიკვლიეს სისხლის კულტურები ებოლას სამკურნალო ცენტრში პაციენტების მიღებისთანავე, 22-დან მხოლოდ ერთი კულტურა იყო დადებითი სავარაუდო დამაბინძურებელზე.[98]

შესაბამისად, საწყის დონეზე და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომების დაწყებისას, ან სხვა სახის მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, უნდა აიღოთ სისხლი, ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით.

შედეგი

ნეგატიური

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაღალი სპეციფიკურობის მქონე სასარგებლო დიაგნოსტიკური კვლევა; თუმცა, აღნიშნულის შესრულება არ არის ყველგან შესაძლებელი. დადებით უკუტრანსკრიპტაზით პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის შედეგთან ერთად, შესაძლებელია დიაგნოზის დადასტურების მიზნით გამოყენება.

ყველაზე მეტად შესაძლებელია ინფიცირების 3-დან 6 დღემდე დადებითი შედეგის მიღება, ხოლო 7-დან 16 დღემდე კი მნიშვნელოვნად ცვალებადი შედეგების მიღება.[42]

შედეგი

დადებითია ებოლას ვირუსის ანტისხეულებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოსადეგია ინფექციის შემდგომ ეტაპებზე.

IgM ანტისხეულები შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას შრატში, ინფიცირებიდან უკვე მე-2 დღეს, თუმცა მე-9 დღემდე შესაძლებელია ცვალებადი შედეგების მიღება. სიმპტომების გამოვლენიდან 30-168 დღის განმავლობაში, ისინი უარყოფითი ხდებიან. IgG რეაქცია ვითარდება 6-დან 8 დღემდე პერიოდებში, რომელიც შესაძლებელია რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.[42]

დადებითი IgM და მზარდი IgG ანტისხეულების ტიტრი, წარმოადგენს ბოლო პერიოდში ებოლას ვირუსით ინფიცირების მტკიცებულებას.

შედეგი

დადებითი

ტესტი
შედეგი
ტესტი

კეთდება რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

ფილტვის ინფილტრატები არ ახასიათებს ინფექციას, მიუთითებს ალტერნატიულ (ან თანმხლებ) დიაგნოზზე.

ძნელი იქნება იზოლატორში მოწყობა დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი დაკვეთა.[99]

შედეგი

ნეგატიური

ახალი ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინფიცირებული პაციენტების ეფექტური და მიზნობრივი იზოლირების მიზნით, ებოლას ვირუსული ინფექციისათვის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ექსპრეს-ტესტების შექმნა, კვლავ მთავარ სირთულედ რჩება. მიმდინარე ტესტების ჩასატარებლად საშუალოდ 4 საათია საჭირო ახლოს არსებულ სრულყოფილად აღჭურვილ ლაბორატორიაში, ხოლო პერიფერიებში შედეგების მიწოდებას კი, შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. აღნიშნულით იგულისხმება ის, რომ სანამ არ დადასტურება კვლევა უარყოფითად, ებოლას ვირუსის გარდა სხვა ცხელებით მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტები იზოლირებული არიან და ხშირად უნებლიედ ვირუსთან ექპოზიციის ქვეშ ექცევიან.

ამიტომ, სტაციონარშივე პაციენტების სწრაფი გამოკვლევით, სამკურნალო ცენტრებში შესაძლებელია ძალზედ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ინფექციის კონტროლის მიმართულებით.

ლაბორატორიის გარდა სხვა პირობებში (საველე პირობებში), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს რამდენიმე განსხვავებული ტექნოლოგიის შეფასება. ეს მოიცავს მრავალ RT-PCR-დაფუძნებულ კვლევას, რომელთა გამოყენებაც გამარტივდა შემცირებული ბრუნვის დროით <1 სთ. პოტენციური მოხმარების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღნუსხულია ReEBOV™ ანტიგენის ექპრეს-ტესტის კომპლექტი; დღეისათვის რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში გამოყენება. World Health Organization (WHO): interim guidance on the use of rapid Ebola antigen detection tests external link opens in a new window

ალტერნატივებია იმუნოფერმენტული ანალიზის საფუძველზე ჩატარებული ანალიზები, რომლებიც შესაძლებელია გაცილებით სწრაფად და მარტივად სრულდებოდეს, მხოლოდ სისხლის ერთი წვეთის საჭიროების შესაძლო უპირატესობით. მათი მთავარი არახელსაყრელი მახასიათებელი არის შემცირებული სენსიტიურობა, განსაკუთრებით დაავადების საწყის ეტაპებზე.[100]

ნანოფორის ტექნოლოგიამ შესაძლოა უზრუნველყოს ვირუსის ძალზედ დაბალი კონცენტრაციების მიუხედავად მისი აღმოჩენა და სეკვენსირება. ეს ტექნოლოგია შესაძლოა ჯიბის ზომის ხელსაწყოს სახითაც შეიქმნას.[102][103][104]

GeneXpert® დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი (Xpert® Ebola) გამოცდილია საველე პირობებში. მისი ავტომატიზებული, კარტრიჯზე-დაფუძნებული სისტემა საჭიროებს მინიმალურ ლაბორატორიულ უნარებს. ინაქტივირებული ნიმუში იდება ერთჯერად კარტრიჯზე, რომელიც შემდეგ შედის დახურულ აპარატში. ნიმუშების მომზადება, ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაცია და აღმოჩენა, შედეგის დადგენა ავტომატიზებული პროცესებია. შედეგად, საჭიროა პერსონალის მხოლოდ მინიმალური ტრენინგი, დაბალია ინფექციისა და ჯვარედინი დაბინძურების რისკი.[105]აღნიშნული ტესტი გამოიყენებოდა 2018 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული ეპიდაფეთქების დროს.

აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებულია სწრაფი, ერთჯერადი ტესტის გამოყენება ზაირის ებოლავირუსის გამოსავლენად. აღნიშნული ტესტი არის სისწრაფით მეორე ადგილზე მყოფი თითის ჩხვლეტის ანტიგენური ტესტი (გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ფარგლებში), თუმცა პირველია, რომელშიც იმპლემენტირებულია პორტაბელური, ბატარიაზე მომუშავე ამომცნობი და რომელსაც შეუძლია შედეგების მიწოდება ლაბორატორიებს გარეთ.[107]

ეს არის სწრაფად განვითარებადი სფერო და ქვეყნისა და ობიექტების მიხედვით მტკიცდება განსხვავებული კომპლექტები, სადაც უნდა მოხდეს მათი შემუშავება. ხელმისაწვდომია საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომემდაციები. World Health Organization (WHO): Ebola vaccines, therapies, and diagnostics external link opens in a new window Food and Drug Administration (FDA): 2014 Ebola virus emergency use authorizations external link opens in a new window

შედეგი

ებოლას ვირუსზე დადებითი

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით