შემთხვევის ანამნეზი #1
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას სკრინინგის ცენტრში მოთავსდა 35 წლის მამაკაცი, რომელსაც 3 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა დიარეა, ღებინება და ცხელება. პაციენტის თქმით, იგი იმყოფებოდა ექთნის გასვენებაში, რომელიც 2 კვირის წინ გარდაიცვალა ებოლას ვირუსის ინფექციით. 24 საათით ადრე მას განუვითარდა დისფაგია და სლოკინი, თუმცა შემდეგ ჩვეულებრივ შეეძლო კვება. მას არ აქვს სისხლდენის სიმპტომები. გასინჯვით პაციენტს აღმოაჩნდა მსუბუქი კონიუნქტივის სიწითლე, ტანზე სუსტი მაკულოპაპულური გამონაყარი, ეპიგასტრალური მტკივნეულობა და ჰეპატომეგალია. ჰოსპიტალიზაციის დროს მისი სასიცოცხლო ნიშნები იყო: 38.3° C ტემპერატურა, გულისცემის სიხშირე - 100 დარტყმა წუთში, არტერიული წნევა 115/62 მმ.ვწყ.სვ, სუნთქვის სიხშირე - 25 ჩასუნთქვა წუთში და ჟანგბადის სატურაცია -99%.
შემთხვევის ანამნეზი #2
37 წლის ექიმი, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა ებოლას სამკურნალო ცენტრში, 3 დღის წინ დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში. პაციენტს დაახლოებით 12 საათია აღენიშნება ცხელება, ასევე თავის ტკივილი და მიალგია. მისი თქმით, ებოლას სამკურნალო ცენტრში, 10 დღის წინ, ფლაკონის გახსნის დროს მან მიიღო ჭრილობა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოფნის დროს, პაციენტი იღებდა ატოვაქონს/პროგუანილს მალარიას პროფილაქტიკისთვის. გასინჯვით პათოლოგიური მაჩვენებლები არ ვლინდება, გარდა კოღოს რამდენიმე ნაკბენისა. მისი სასიცოცხლო ნიშნებია: ტემპერატურა - 39.0°C, გულისცემის სიხშირე 110 დარტყმა წუთში, არტერიული წნევა 120/75 მმ.ვწყ.სვ., სუნთქვის სიხშირე 25 ჩასუნთქვა წუთში და ჟანგბადით გაჯერება 99%.
სხვა გამოვლინებები
იმ პირებს, რომლებიც საბოლოოდ კვდებიან ებოლას ვირუსით ინფიცირების შედეგად, ადრევე უვითარდებათ კლინიკური ნიშნები, ტიპიურად ინფიცირებიდან 6-16 დღის განმავლოვაში გარდაცვალებით (შოკისა და მულტიორგანული უკმარისობიდან გამომდინარე).[4]Leroy EM, Gonzalez JP, Baize S. Ebola and Marburg haemorrhagic fever viruses: major scientific advances, but a relatively minor public health threat for Africa. Clin Microbiol Infect. 2011 Jul;17(7):964-76.
https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1469-0691.2011.03535.x/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21722250?tool=bestpractice.com
[13]McElroy AK, Erickson BR, Flietstra TD, et al. Ebola hemorrhagic fever: novel biomarker correlates of clinical outcome. J Infect Dis. 2014 Aug 15;210(4):558-66.
https://jid.oxfordjournals.org/content/210/4/558.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24526742?tool=bestpractice.com
[14]Mahanty S, Bray M. Pathogenesis of filoviral haemorrhagic fevers. Lancet Infect Dis. 2004 Aug;4(8):487-98.
https://www.thelancet.com/journals/laninf/article/PIIS1473-3099(04)01103-X/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15288821?tool=bestpractice.com
[15]Yan T, Mu J, Qin E, et al. Clinical characteristics of 154 patients suspected of having Ebola disease in the Ebola holding centre of Jui government hospital in Sierra Leone during the 2014 Ebola outbreak. Eur J Microbiol Infect Dis. 2015 Oct;34(10):2089-95.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26223324?tool=bestpractice.com
სისხლდენის გამოვლინება (მაგ. ეპისტაქსისი, სისხლდენა ღრძილებიდან, ჰემოფთიზი, ადვილი ჩალურჯება, სისხლდენა კონიუნქტივაში, ჰემატურია, ინექციის ან ვენიპუნქტურის ადგილებიდან სითხის გადმოსვლა) დაფიქსირდა დაინფიცირებული პაციენტების 30%-36%-ში წინა ეპიდაფეთქებების დროს;[8]Barrette RW, Metwally SA, Rowland JM, et al. Discovery of swine as a host for the Reston ebolavirus. Science. 2009 Jul 10;325(5937):204-6.
https://science.sciencemag.org/content/325/5937/204.full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19590002?tool=bestpractice.com
[16]Kortepeter MG, Bausch DG, Bray M. Basic clinical and laboratory features of filoviral hemorrhagic fever. J Infect Dis. 2011 Nov;204 Suppl 3:S810-6.
https://jid.oxfordjournals.org/content/204/suppl_3/S810.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21987756?tool=bestpractice.com
[17]Bwaka MA, Bonnet MJ, Calain P, et al. Ebola hemorrhagic fever in Kikwit, Democratic Republic of the Congo: clinical observations in 103 patients. J Infect Dis. 1999 Feb;179 Suppl 1:S1-7.
https://jid.oxfordjournals.org/content/179/Supplement_1/S1.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9988155?tool=bestpractice.com
თუმცა, სისხლდენა 2014 წლის ეპიდაფეთქების დროს პაციენტების მხოლოდ 5-18-ში დაფიქსირდა.[18]WHO Ebola Response Team. Ebola virus disease in West Africa: the first 9 months of the epidemic and forward projections. N Engl J Med. 2014 Oct 16;371(16):1481-95.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa1411100#t=article
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25244186?tool=bestpractice.com
[19]Dallatomasinas S, Crestani R, Squire JS, et al. Ebola outbreak in rural West Africa: epidemiology, clinical features and outcomes. Trop Med Int Health. 2015 Apr;20(4):448-54.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25565430?tool=bestpractice.com
მხოლოდ ფატალური შემთხვევების დროს აღინიშნება ძლიერი სისხლდენა, რომელიც, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვლინდება(მაგ: სისხლიანი დიარეა, მელენა).[16]Kortepeter MG, Bausch DG, Bray M. Basic clinical and laboratory features of filoviral hemorrhagic fever. J Infect Dis. 2011 Nov;204 Suppl 3:S810-6.
https://jid.oxfordjournals.org/content/204/suppl_3/S810.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21987756?tool=bestpractice.com
[20]Bah EI, Lamah MC, Fletcher T, et al. Clinical presentation of patients with Ebola virus disease in Conakry, Guinea. N Engl J Med. 2015 Jan 1;372(1):40-7.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa1411249#t=article
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25372658?tool=bestpractice.com
[21]Chertow DS, Kleine C, Edwards JK, et al. Ebola virus disease in West Africa - clinical manifestations and management. N Engl J Med. 2014 Nov 27;371(22):2054-7.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMp1413084
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25372854?tool=bestpractice.com
[22]Schieffelin JS, Shaffer JG, Goba A, et al; KGH Lassa Fever Program; Viral Hemorrhagic Fever Consortium; WHO Clinical Response Team. Clinical illness and outcomes in patients with Ebola in Sierra Leone. N Engl J Med. 2014 Nov 27;371(22):2092-100.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa1411680#t=article
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25353969?tool=bestpractice.com
გარეგანი ნიშნების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია არ აღინიშნებოდეს შინაგანი სისხლდენა.
მძიმე ან შორს წასული ინფექციის მიმანიშნებელი სხვა ნიშნებია: სლოკინი, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), სპლენომეგალია (ელენთის გადიდება), გონების არევა და გულყრები.
პაციენტების თითქმის ნახევარს აქვს მაკულოპაპულური გამონაყარი, რომელიც კოაგულოპათიის მქონე პაციენტებში შესაძლებელია გახდეს მოწითალო ფერის ან პეტექიური.[16]Kortepeter MG, Bausch DG, Bray M. Basic clinical and laboratory features of filoviral hemorrhagic fever. J Infect Dis. 2011 Nov;204 Suppl 3:S810-6.
https://jid.oxfordjournals.org/content/204/suppl_3/S810.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21987756?tool=bestpractice.com
[23]Nkoghe D, Leroy EM, Toung-Mve M, et al. Cutaneous manifestations of filovirus infections. Int J Dermatol. 2012 Sep;51(9):1037-43.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22909355?tool=bestpractice.com