ჰიპერტენზიის შეფასება
- მიმოხილვა
- თეორია
- გადაუდებელი მდგომარეობები
- დიაგნოზი
- წყაროები
შეჯამება
ჰიპერტენზია ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. ის ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დიაგნოსტირდება რუტინული გამოკვლევისას ან ისეთი გართულების გამოვლენის შემდეგ, როგორიცაა ინფარქტი ან ინსულტი.[1]Lip GY. Hypertension, platelets, and the endothelium: the "thrombotic paradox" of hypertension (or "Birmingham paradox") revisited. Hypertension. 2003 Feb;41(2):199-200. http://hyper.ahajournals.org/cgi/content/full/41/2/199 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12574081?tool=bestpractice.com
ჰიპერტენზიის განმარტება ემყარება ამერიკის პროფესიული ორგანიზაციების ერთობლივ გაიდლაინებს (მათ შორის, ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის [ACC] და ამერიკის გულის ასოციაციის [AHA]) და სხვ.) და ბრიტანეთის ჰიპერტენზიის საზოგადოებისა და ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების გაიდლაინებს.[2]Whelton PK, Carey RM, Aronow WS, et al. 2017 ACC/AHA/AAPA/ABC/ACPM/AGS/APhA/ASH/ASPC/NMA/PCNA guideline for the prevention, detection, evaluation, and management of high blood pressure in adults. J Am Coll Cardiol. 2018 May 15;71(19):e127-248. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29146535?tool=bestpractice.com [3]Williams B, Poulter NR, Brown MJ, et al. Guidelines for management of hypertension: report of the fourth working party of the British Hypertension Society, 2004-BHS IV. J Hum Hypertens. 2004 Mar;18(3):139-85. https://www.nature.com/articles/1001683 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14973512?tool=bestpractice.com [4]Williams B, Mancia G, Spiering W, et al. 2018 ESC/ESH guidelines for the management of arterial hypertension. Eur Heart J. 2018 Sep 1;39(33):3021-104. https://academic.oup.com/eurheartj/article/39/33/3021/5079119 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30165516?tool=bestpractice.com სხვადასხვა გაიდლაინებში გვხვდება ჰიპერტენზიის განსხვავებული განმარტება.
მოზრდილებში მაღალი სისხლის წნევის პრევენციის, გამოვლენის, შეფასების და მართვის ACC/AHA 2017 წლის გაიდლაინების მიხედვით, ჰიპერტენზია განისაზღვრება როგორც სისხლის სისტოლური წნევა ≥130 მმ ვწყ.სვ. ან დიასტოლური წნევა ≥80 მმ ვწყ.სვ.[2]Whelton PK, Carey RM, Aronow WS, et al. 2017 ACC/AHA/AAPA/ABC/ACPM/AGS/APhA/ASH/ASPC/NMA/PCNA guideline for the prevention, detection, evaluation, and management of high blood pressure in adults. J Am Coll Cardiol. 2018 May 15;71(19):e127-248. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29146535?tool=bestpractice.com ACC/AHA-ს მიხედვით, სისხლის წნევის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად:
მომატებული არტერიული წნევა: სისტოლური წნევა 120-129 მმ ვწყ.სვ., ხოლო დიასტოლური - <80 მმ ვწყ.სვ.-ზე
ჰიპერტენზიის პირველი სტადია: სისტოლური წნევა 130-139 მმ ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური წნევა <80 მმ ვწყ.სვ.-ზე
ჰიპერტენზიის მე-2 სტადია: სისხლის სისტოლური წნევა ≥140 მმ ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური წნევა ≥90 მმ ვწყ.სვ.
ACC/AHA-ს 2017 წლის გაიდლაინებით, ჰიპერტენზიის განმარტება მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უფრო ინტენსიურ მიდგომას ასახავს, გაერთიანებული ნაციონალური კომიტეტის ექსპერტთა პანელის (JNC) 7 და JNC 8 რეკომენდაციებთან შედარებით, რის მიხედვითაც სისხლის წნევა 120-139 მმ ვწყ.სვ./80-89 მმ ვწყ.სვ.-ის დიაპაზონში განიხილება, როგორც პრეჰიპერტენზია, ხოლო >140/90 მმ ვწყ.სვ. ზე- როგორც მომატებული.[5]Chobanian AV, Bakris GL, Black HR, et al. The seventh report of the Joint National Committee on Prevention, Detection, Evaluation, and Treatment of High Blood Pressure: the JNC 7 report. JAMA. 2003 May 21;289(19):2560-72. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12748199?tool=bestpractice.com [6]James PA, Oparil S, Carter BL, et al. 2014 evidence-based guideline for the management of high blood pressure in adults: report from the panel members appointed to the Eighth Joint National Committee (JNC 8). JAMA. 2014 Feb 5;311(5):507-20. http://jama.jamanetwork.com/article.aspx?articleid=1791497 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24352797?tool=bestpractice.com
ACC/AHA 2017 წლის გაიდლაინების გამოცემას დიდი დებატები მოჰყვა და გაჩნდა ამ რეკომენდაციების გადახედვის მოთხოვნა. გაიდლაინების დანერგვა გამოიწვევდა აშშ-ში ჰიპერტენზიის პრევალენტობის 26.8%-ით გაზრდას. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ჰიპერტენზიის დიაგნოზის მიკუთვნება უფრო მეტი პაციენტისთვის გაზრდის ფსიქოლოგიურ ავადობას, ასევე დაბალი რისკის მქონე პაციენტებს დააყენებს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების პოტენციური ზიანის ქვეშ.[7]Khera R, Lu Y, Lu J, et al. Impact of 2017 ACC/AHA guidelines on prevalence of hypertension and eligibility for antihypertensive treatment in United States and China: nationally representative cross sectional study. BMJ. 2018 Jul 11;362:k2357. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6039831 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29997129?tool=bestpractice.com
CC/AHA 2017 წლის გაიდლაინები ძირითადად ეფუძნებოდა SPRINT კვლევის შედეგებს, რომელიც შეისწავლიდა ჰიპერტენზიის ინტენსიურ ან სტანდარტულ მკურნალობას პაციენტებში, სისტოლური წნევის მაჩვენებლით ≥130 მმ ვწყ.სვ. და მომატებული კარდიოვასკულური რისკით (დიაბეტის არსებობის გარეშე).[8]SPRINT Research Group; Wright JT Jr, Williamson JD, Whelton PK, et al. A randomized trial of intensive versus standard blood-pressure control. N Engl J Med. 2015 Nov 26;373(22):2103-16. https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa1511939 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26551272?tool=bestpractice.com არსებული პოლემიკის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის მოუსმინეთ ჩვენს აუდიორგოლს. BMJ Best Practice Podcast: hypertension Opens in new window
ევროპული გაიდლაინების მიხედვით ჰიპერტენზია შემდეგ კატეგორიებად იყოფა:[4]Williams B, Mancia G, Spiering W, et al. 2018 ESC/ESH guidelines for the management of arterial hypertension. Eur Heart J. 2018 Sep 1;39(33):3021-104. https://academic.oup.com/eurheartj/article/39/33/3021/5079119 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30165516?tool=bestpractice.com
მაღალი ნორმული (ნორმის ზედა ზღვართან ახლოს): სისტოლური წნევა - 130-139 მმ ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური წნევა - 85-89 მმ ვწყ.სვ.
პირველი სტადია: სისტოლური წნევა - 140-159 მმ ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური წნევა - 90-99 მმ ვწყ.სვ.
მეორე სტადია: სისტოლური წნევა - 160-179 მმ ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური წნევა - 100-109 მმ ვწყ.სვ.
მე-3 სტადია: სისტოლური წნევა ≥180 მმ ვწყ.სვ., ხოლო დიასტოლური ≥110 მმ ვწყ.სვ.
ჯანდაცვისა და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) გაიდლაინებში გამოყენებულია ჰიპერტენზიის ევროპული გაიდლაინების მსგავსი განმარტება.[9]National Institute for Health and Care Excellence. Hypertension in adults: diagnosis and management. 2019 Aug 28 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng136
იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია ასევე განსაზღვრება არტერიული წნევის სისტოლური მაჩვენებლების მიხედვით, ჩამოთვლილი ფარგლების გამოყენებით. ამ შემთხვევაში დიასტოლური წნევის მაჩვენებელი <90 მმ ვწყ.სვ.-ზე.[4]Williams B, Mancia G, Spiering W, et al. 2018 ESC/ESH guidelines for the management of arterial hypertension. Eur Heart J. 2018 Sep 1;39(33):3021-104. https://academic.oup.com/eurheartj/article/39/33/3021/5079119 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30165516?tool=bestpractice.com
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ჰიპერტენზიის დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა კვლევებში გამოიყენება სხვადასხვა ზღვრული მაჩვენებლები, ნებისმიერ შემთხვევაში 120 მმ ვწყ.სვ.-ზე მეტი სისტოლური წნევა ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან. ჰიპერტენზია საყურადღებოა მისი ურთიერთკავშირით გულ-სისხლძარღვთა დაავადების სხვა რისკფაქტორებთან და აქედან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საერთო რისკთან.
AHA-ს განმარტებით, რეზისტენტული ჰიპერტენზია განისაზღვრება როგორც:[10]Carey RM, Calhoun DA, Bakris GL, et al. Resistant hypertension: detection, evaluation, and management: a scientific statement from the American Heart Association. Hypertension. 2018 Nov;72(5):e53-90. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/HYP.0000000000000084 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30354828?tool=bestpractice.com
კლინიკური გასინჯვით სისხლის წნევა რჩება >130/80 მმ ვწყ.სვ.-ზე, სულ მცირე 3 ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის (მათ შორის, ACE ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტის, გახანგრძლივებული მოქმედების კალციუმის არხების ბლოკერის და დიურეზულის) ერთდროული გამოყენების მიუხედავად, მაქსიმალური ან მაქსიმალურად ტოლერანტული დოზით.
რეზისტენტული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებად განიხილებიან ის ინდივიდები, რომელთაც სისხლის წნევის სამიზნე დონის მისაღწევად ესაჭიროებათ 4 ან მეტი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. დიაგნოსტირებისთვის საჭიროა "თეთრი ხალათის ჰიპერტენზიისა" და ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე ცუდი დამყოლობის გამორიცხვა.
ამ თემაში განხილულია ჰიპერტენზიის შეფასება მოზრდილებში.
ეპიდემიოლოგია
ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის (NHANES) 2013-2016 წლების მონაცემების საფუძველზე, აშშ-ში დაახლოებით 116.4 მილიონ მოზრდილ ადამიანს (20 წლის ასაკიდან ) აქვს ჰიპერტენზია (ზღვრული მაჩვენებელი 140/90 მმ.ვწყ.სვ.).[11]Virani SS, Alonso A, Benjamin EJ, et al. Heart disease and stroke statistics-2020 update: a report from the American Heart Association. Circulation. 2020 Mar 3;141(9):e139-e596. https://www.doi.org/10.1161/CIR.0000000000000757 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31992061?tool=bestpractice.com ამ პერიოდში ჰიპერტენზიის პრევალენტობა იყო 26.1% 20-44 წლის ასაკში, 59.2%- 45-64 წლის ასაკში და 78.2% -65 წლის და მასზე უფროსი ასაკის ინდივიდებში.[11]Virani SS, Alonso A, Benjamin EJ, et al. Heart disease and stroke statistics-2020 update: a report from the American Heart Association. Circulation. 2020 Mar 3;141(9):e139-e596. https://www.doi.org/10.1161/CIR.0000000000000757 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31992061?tool=bestpractice.com პრევალენტობა შეიძლება მსგავსი ან უფრო მაღალი იყოს დასავლეთ ევროპაში.[12]Falaschetti E, Mindell J, Knott C, et al. Hypertension management in England: a serial cross-sectional study from 1994 to 2011. Lancet. 2014 May 31;383(9932):1912-9. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24881995?tool=bestpractice.com [13]Lacruz ME, Kluttig A, Hartwig S, et al. Prevalence and incidence of hypertension in the general adult population: results of the CARLA-cohort study. Medicine (Baltimore). 2015 Jun;94(22):e952. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4616348 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26039136?tool=bestpractice.com
ევროპული გაიდლაინების მიხედვით, ჰიპერტენზიის პრევალენტობის მაჩვენებელი მოზრდილებში 30%-დან 45%-მდეა, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში (შესაბამისად, 24% და 20%).[4]Williams B, Mancia G, Spiering W, et al. 2018 ESC/ESH guidelines for the management of arterial hypertension. Eur Heart J. 2018 Sep 1;39(33):3021-104. https://academic.oup.com/eurheartj/article/39/33/3021/5079119 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30165516?tool=bestpractice.com
ჰიპერტენზია უფრო მეტად გავრცელებულია შავკანიანებში, ვიდრე თეთრკანიანებში, იწყება ბავშვობის ასაკიდან და 55 წლის ასაკისთვის შავკანიან მამაკაცებსა და ქალებში 76%-ს აღწევს, ხოლო თეთრკანიან მამაკაცებსა და ქალებში პრევალენტობა შესაბამისად, 55% და 40%-ს შეადგენს.[14]Thomas SJ, Booth JN 3rd, Dai C, et al. Cumulative incidence of hypertension by 55 years of age in blacks and whites: the CARDIA study. J Am Heart Assoc. 2018 Jul 11;7(14). https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6064834 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29997132?tool=bestpractice.com
ჰიპერტენზიის პრევალენტობის ზუსტი შეფასება რთულია, რადგან ის ჩვეულებრივ უსიმპტომოა. სავარაუდოდ, მისი გავრცელება მოიმატებს, როდესაც ჰიპერტენზიის ზღვრული მაჩვენებელი ხელახლა განისაზღვრება და აღნიშნული მაჩვენებლის დონეც შემცირდება.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების დაახლოებით 15%-ს აღენიშნება რეზისტენტული ჰიპერტენზია.[10]Carey RM, Calhoun DA, Bakris GL, et al. Resistant hypertension: detection, evaluation, and management: a scientific statement from the American Heart Association. Hypertension. 2018 Nov;72(5):e53-90. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/HYP.0000000000000084 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30354828?tool=bestpractice.com
გართულებები და სამიზნე ორგანოების დაზიანება
კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერტენზიის მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს მომავალში გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური შემთხვევების ინციდენტობა.[15]Ogden LG, He J, Lydick E, et al. Long-term absolute benefit of lowering blood pressure in hypertensive patients according to the JNC VI risk stratification. Hypertension. 2000 Feb;35(2):539-43. http://hyper.ahajournals.org/cgi/content/full/35/2/539 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10679494?tool=bestpractice.com ჰიპერტენზიის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზანია გულ-სისხლძარღვთა გართულებების საერთო რისკის შემცირება და ცერებროვასკულური შემთხვევების პრევენცია.
ქრონიკული ჰიპერტენზიის ეფექტი ორგანოთა სისტემებზე განიმარტება, როგორც სამიზნე ორგანოების დაზიანება.
ყველაზე ხშირი გამოვლინებებია: მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, გულ-სისხლძარღვთა, ცერებროვასკულური დაავადებები, ჰიპერტენზიული რეტინოპათია და ნეფროპათია.[16]Nadar SK, Tayebjee MH, Meserelli F, et al. Target organ damage in hypertension: pathophysiology and implications for drug therapy. Curr Pharm Des. 2006;12(13):1581-92. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16729871?tool=bestpractice.com მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის არსებობა ცუდი პროგნოზული ნიშანია, ჰიპერტროფიის რეგრესია აუმჯობესებს პროგნოზს.[17]Lewington S, Clarke R, Qizilbash N, et al. Age-specific relevance of usual blood pressure to vascular mortality: a meta-analysis of individual data for one million adults in 61 prospective studies. Lancet. 2002 Dec 14;360(9349):1903-13. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12493255?tool=bestpractice.com რეზისტენტული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს აქვთ კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური შემთხვევების და თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი.[10]Carey RM, Calhoun DA, Bakris GL, et al. Resistant hypertension: detection, evaluation, and management: a scientific statement from the American Heart Association. Hypertension. 2018 Nov;72(5):e53-90. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/HYP.0000000000000084 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30354828?tool=bestpractice.com
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი
ჰიპერტენზიის მართვის გაიდლაინებში ხაზგასმულია პაციენტის გულ-სისხლძარღვთა გართულებების საერთო რისკის გამოთვლისა და მართვის მნიშვნელობა და შედარებით ნაკლებად, მხოლოდ არტერიულ წნევაზე ყურადღების გამახვილება. ACC და AHA გამოაქვეყნა ონლაინ ინსტრუმენტი პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადების განვითარების 10 წლიანი და სიცოცხლის ხანგრძლივობის რისკების გამოსათვლელად. ACC: ASCVD Risk Estimator Plus Opens in new window 40-დან 70 წლამდე ინდივიდებში სისტოლური არტერიული წნევის ყოველი 20 მმ ვწყ.სვ.-ით ან დიასტოლური მაჩვენებლის 10 მმ ვწყ.სვ.-ით მომატება 115/75 - 185/115 მმ ვწყ.სვ. წნევის ფარგლებში, ორჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.[18]Blair SN, Goodyear NN, Gibbons LW, et al. Physical fitness and incidence of hypertension in healthy normotensive men and women. JAMA. 1984 Jul 27;252(4):487-90. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/6737638?tool=bestpractice.com გულ-სისხლძარღვთა დაავადებასთან ასოცირებული რისკფაქტორების მკურნალობა, მაგალითად სიმსუქნის, დიაბეტის, ჰიპერქოლესტეროლემიისა და თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელოვანია როგორიც ჰიპერტენზიის მართვა, კარდიოვასკულური საერთო რისკის შემცირებისთვის.
მეტაანალიზმა დაადასტურა, რომ სისხლის წნევის დაქვეითება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სიკვდილობის რისკს იმ ინდივიდებში, რომელთა სისტოლური წნევა კვლევის დასაწყისში 140 მმ ვწყ.სვ.-ს ან მეტს შეადგენდა.[19]Brunström M, Carlberg B. Association of blood pressure lowering with mortality and cardiovascular disease across blood pressure levels: a systematic review and meta-analysis. JAMA Intern Med. 2018 Jan 1;178(1):28-36. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29131895?tool=bestpractice.com ამასთან ერთად, სისხლის წნევის პირველადი პროფილაქტიკური დაწევა სასარგებლო არ არის უფრო დაბალი საწყისი წნევის მქონე ადამიანებისთვის (გარდა არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევებისა).[19]Brunström M, Carlberg B. Association of blood pressure lowering with mortality and cardiovascular disease across blood pressure levels: a systematic review and meta-analysis. JAMA Intern Med. 2018 Jan 1;178(1):28-36. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29131895?tool=bestpractice.com კოხრეინის ერთი მიმოხილვის მიხედვით, არასაკმარისი მონაცემებია სამიზნე წნევის დაბალი მაჩვენებლების სასარგებლოდ (≤135/85 მმ ვწყ.სვ.) ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირებში.[20]Saiz LC, Gorricho J, Garjón J, et al. Blood pressure targets for the treatment of people with hypertension and cardiovascular disease. Cochrane Database Syst Rev. 2018 Jul 20;(7):CD010315. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD010315.pub3/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30027631?tool=bestpractice.com
დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
- ესენციური ჰიპერტენზია
- თირკმლის არტერიის სტენოზი
- თირკმლის ქრონიკული დაავადება
- ობსტრუქციული უროპათია
- ძილის ობსტრუქციული აპნოე
იშვიათია
- აორტის კოარქტაცია
- პრეეკლამფსია
- გლომერულონეფრიტი
- ნეფროზული სინდრომი
- თირკმლის პოლიკისტოზი
- ფეოქრომოციტომა
- ჰიპერალდოსტერონიზმი
- კუშინგის დაავადება/სინდრომი
- ჰიპერთირეოიდიზმი
- ჰიპოთირეოზი
- ჰიპერპარათირეოზი
- ალკოჰოლის ქრონიკული ჭარბი მოხმარება
- მედიკამენტები
- ნარკოტიკების მოხმარება
- თეთრი ხალათის ჰიპერტენზია
კონტრიბუტორები
ავტორები
Sunil Nadar, MD, FRCP, CCT, FESC
Senior Consultant Cardiologist
Sultan Qaboos University Hospital
Muscat
Oman
გაფრთხილება:
SN is an author of a number of references cited in this topic.
Gregory Y.H. Lip, MD, FRCP, DFM, FACC, FESC, FEHRA
Price-Evans Professor of Cardiovascular Medicine
University of Liverpool
Senior Investigator
National Institute for Health Research
UK
Distinguished Professor
Faculty of Medicine
Aalborg University
Denmark
Adjunct Professor
Yonsei University
Seoul
South Korea
გაფრთხილება:
GYHL is a consultant for Bayer/Janssen, BMS/Pfizer, Biotronik, Medtronic, Boehringer Ingelheim, Novartis, Verseon, and Daiichi-Sankyo; he is also a speaker for Bayer, BMS/Pfizer, Medtronic, Boehringer Ingelheim, and Daiichi-Sankyo. No fees are directly received personally. GYHL is an author of a number of references cited in this topic.
რეცენზენტები
Rod Jackson, MD, PhD
Professor of Epidemiology
Head of the Section of Epidemiology & Biostatistics
School of Population Health
University of Auckland
Auckland
New Zealand
გაფრთხილება:
RJ declares that he has no competing interests.
Alan Wilkinson, MD, FRCP
Professor of Medicine
David Geffen School of Medicine at UCLA
Los Angeles
CA
გაფრთხილება:
AW declares that he has no competing interests. Unfortunately we have since been made aware that Professor Wilkinson is deceased.
Michael Schachter, MB, BSc, FRCP
Department of Clinical Pharmacology
St Mary’s Hospital
Imperial College
London
UK
გაფრთხილება:
MS declares that he has no competing interests.
გაიდლაინები
- Hypertension Canada's 2018 guidelines for diagnosis, risk assessment, prevention, and treatment of hypertension in adults and children
- VA/DOD clinical practice guideline for the diagnosis and management of hypertension in the primary care setting
გაიდლაინებიპაციენტის ბროშურები
Emergency treatment for a stroke
Heart attack
მეტი პაციენტის ბროშურებიVideos
ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია
როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება
მეტი videosშედით სისტემაში ან გამოიწერეთ BMJ Best Practice
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას